გორში გამწვანებითი სამუშაოები გრძელდება
გორის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში გამწვანებითი სამუშაოები გრძელდება.
“გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო სკვერებისა და სხვა გამწვანებული სივრცეების მოსაწესრიგებლად სხვადასხვა სახის სამუშაოებს ახორციელებს. მიმდინარეობს ბალახის თიბვა, ხე-მცენარეების სხვლა-ფორმირება, მორწყვა, შეწამვლა, კირით შეთეთრება.