ხმაური ნინოწმინდის პანსიონთან – ადგილობრივები საპატრიარქოს მიწის მითვისებაში ადანაშაულებენ

ხმაური იყო ნინოწმინდის პანსიონთან  -ადგილობრივები მეუფე სპირიდონთან შეხვედრას ითხოვდნენ. ისინი ამბობენ, რომ მათი კუთვნილი მიწები სრულიად უსაფუძვლოდ აქვს საპატრიარქოს.

მათი თქმით, ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებიათ.

“სამღვდელოება ამოსული იყო თავისი ფორმით, მანქანით, ხალხით, როცა წააწყდნენ დაბრკოლებას და ჩვენ გამოვედით ხალხი, ამოიყვანეს მერე პოლიცია. სათიბი ადგილია, ჩვენ ტერიტორიაზე, ჩვენ სოფელში, მიიზომეს, ჩვენ არც გაგვიგია. გვინდა ჩვენი მიწა დაგვიბრუნონ, მეც ხო მყავს ოჯახი”, – თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა. 

პანსიონიდან მათთან შესახვედრად არავინ გამოსულა.

მეუფე სპირიდონი ამ წუთებში  სხვადასხვა სასულიერო პირთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში იმყოფება. მას მედიასთან კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანა ეტაპობრივად გრძელდება. პანსიონში 27 ბენეფიციარია დარჩენილი. უკვე გაყვანილი ბავშვების ნაწილი ბიოლოგიურ ოჯახებს დაუბრუნდა, დანარჩენი კი საოჯახო ტიპის სახლებსა და მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები