ტურიზმის განვითარების მიზნით საგარეჯოს მერიაში შეხვედრა გაიმართა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა – ალექსი გილაშვილმა და გიორგი ლალიაშვილმა ტურიზმის განვითარების, საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების ხელძღაველ მ/შ ქეთევან გრატიაშვილთან ერთად, კახეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციის DMO Visit kakheti-ს  – ხელმძღაველთან- თინათინ ხანჯალიაშვილთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“შეხვედრის მიზანი, მდგრადი ტურიზმის განვითარების მიზნით, გასატარებელი ღონისძიებისა და სერვისების შესახებ შემუშავებული სტრატეგიის განხილვა იყო, რომლის შესახებაც ქმედითი ნაბიჯების გადადგმა უკვე დაწყებულია და გრძელვადიანი პერსპექტივის ფარგლებში დასახული გეგმის თანმიმდევრობითი პრინციპით განხორციელება მიმდინარეობს.
უახლოეს მომავალში, ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ საგარეჯოში იგეგმება ბიზნესფორუმის გამართვა, სადაც საჯარო, სამოქალაქო და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საკოორდინაციო საკითხების განხილვა და ადგილობრივი ნაწარმის პრეზენტაცია მოხდება”-, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები