როგორია ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდნილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან 30 წლამდე ქალი გადმოვარდა.

დაშავებული ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის კლინიკაში გადაიყვანა. ამ დროისთვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეადა  მართვითი სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

თვითმხილველების თქმით, ქალი ბათუმში ტურისტული მიზნით იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები