ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა განცხადებას ავრცელებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტრომ პირველადი ფინანსური დახმარება გაუწია ხანძრით უკიდურესად დაზარალებულთა ოჯახებს, – ეს გადაწყვეტილება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო კომისიამ მიიღო.

ასევე, კომისიის გადაწყვეტილებით, ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს სახლების აღსადგენად საჭირო მასალებისთვის მიზნობრივი ვაუჩერი გადაეცათ. ხოლო იმ დაზარალებულ მოქალაქეებს, რომლებსაც ხანძრის შედეგად არასაცხოვრებელი ნაგებობები დაეწვათ, მატერიალური დახმარება გაეწიათ.

ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალის შესწავლისა და აღმოფხვრის მიზნით შექმნილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო კომისია ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად კვლავ აგრძელებს ინტენსიურ კომუნიკაციას ხანძრით დაზარალებულ ადგილობრივ მოსახლეობასთან და რეგულარულად მუშაობს მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისთვის.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები