ამბროლაურის მერი ,,სინოვაკის“ ვაქცინით აიცრა

დღეს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, მეუღლესთან და მერის პირველ მოადგილესთან – დავით გოგლიძესთან ერთად ,,სინოვაკის”ვაქცინით აიცრა. ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, 9 ივნისს ამბროლაურის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში ვაქცინაცია 60 ადამიანს ჩაუტარდა.

‘’მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, რომ გამოიჩინონ აქტიურობა ვაქცინაციის პროცესში. ეს არის თითოეული ჩვენგანის სოციალური პასუხისმგებლობა, რადგან მხოლოდ ასე შეგვიძლია დავასრულოთ პანდემია და დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს”, – აღნიშნა ზვიად მხეიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები