ოპოზიციის ლიდერებმა საწვავის ფასის გაზრდა კახეთში გააპროტესტეს

“ევროპული საქართველოს” ლიდერებმა ბენზინის ფასის ზრდა კახეთში გააპროტესტეს.

პარტიის წევრები გურჯაანში შეიკრიბნენ და ხელისუფლებას საწვავზე აქციზის ფასის შემცირება მოუწოდეს.

პროტესტის ფარგლებში, მანქანებზე გააკრეს სტიკერები – “შემცირდეს ფასი საწვავზე”, “გააუქმე აქციზი” და სიგნალებით ქალაქის ცენტრალური ქუჩები მოიარეს.

როგორც ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ განაცხადა, ქვეყანა ეკონომიკურ ჩიხშია და ხელისუფლების შეცვლამდე საჭიროა კონკრეტული მარტივი ზომების მიღება, რომ მოსახლეობამ  ცხოვრების გაგრძელება შეძლოს.

გიგა ბოკერიას თქმით, აქციზის გააუქმების შემთხვევაში არსებული ფასი 0,40 ლარით შემცირდება.

ოპოზიციონერები მსგავსი აქციების ჩატარებას სხვადასხვა რეგიონშიც გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები