ნათია თურნავა: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი არის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი მთელ რეგიონში

მინდა საქართველოსა და იმერეთს რეგიონს და რა თქმა უნდა, ქუთაისს მივულოცო ეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და განახლებული საერთაშორისო აეროპორტი და ამ პროექტის დასრულება, რის შედეგადაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი მთელ რეგიონში, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

„ეს პროექტი დაიწო 2017 წლიდან. სახელმწიფომ გაიღო ინვესტიცია 110 მილიონი ლარის ოდენობით, სხვადასხვა დროს 500-ზე მეტი ადამიანი იყო ამ პროექტის განხორციელებაში დასაქმებული. შედეგად ჩვენ მივიღეთ სრულიად განახლებული სივრცე, 30 ათას კვ/მ გაიზარდა მთლიანი სივრცე, რაც ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი აეროპორტის შესაძლებლობას ქმნის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ქუთაისში დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალი გაიხსნა

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები