აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე კახაბერ კირტავას დანიშნვაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ გენერალური აუდიტორისთვის თანხმობის მიცემის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ავრცელებს. სხდომას ამავე კომიტეტის თავმჯდომარე მარინე გვიანიძე უძღვებოდა.

მათივე ცნობით, კახაბერ კირტავამ კომიტეტის წევრებს აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობისა და სამოქმედო გეგმის შესახებ მოახსენა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

„კომიტეტის სხდომაზე, მეორე საკითხად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს კანონის პროექტების ,,მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე განიხილეს.

მსჯელობის შემდეგ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების პლენარულ სხდომაზე გატანას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები