ავარია კარალეთში – ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა
კარალეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს 4 მანქანა შეეჯახა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.