იოსებ ხახალეიშვილი: პროექტებს ვგეგმავთ, პირველ რიგში მოსახლეობის მოთხოვნებს ვითვალისწინებთ

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ეცნობა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ქუთაისის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ამჯერად, ხახალეიშვილმა კახიანოურის ადმინისტრაციულ ერთეულში, ახალგაზრდობის და ფოთის ქუჩებზე განსახორციელებელი პროექტები დაათვალიერა.
„ როდესაც ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვგეგმავთ, პირველ რიგში მოსახლეობის მოთხოვნებს ვითვალისწინებთ. ახალგაზრდობის გამზირის#100ა  მცხოვრებლების სურვილის გათვალისწინებით,  ჩვენ დავიწყებთ აღნიშნული კორპუსის ფასადის შეკეთებას, რომელიც მართლაც საჭიროებდა რეაბილიტაციას.
ასევე მოსახლეობის თხოვნით, მოპირკეთდა ფოთის ქუჩის #38-ში მდებარე კორპუსის ეზო, აქვე მალე დაიწყება მცირე სპორტული მოედნის მოწყობაც.
მსგავსი პროექტები ქალაქის სხვა უბნებშიც გვაქვს დაგეგმილი.”- აცხადებს იოსებ ხახალეიშვილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები