ონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
ონის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მათი ცნობით, ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე სერგი ხიდეშლი, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში და სოფელ სორში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
ონის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღში აღნიშნულ სამუშაოებს ამხანაგობა “დელტამშენი” ასრულებს.
პროექტის ღირებულება 699 900 ლარია.
სოფელ სორში კი მიმდინარე სამუშაოებს შპს „ ცოტნე” ასრულებს, რომლის ღირებულებაც 599172,83 ლარს შეადგენს.