რა სამი შეთავაზება აქვს მიტროპოლიტ ნიკოლოზს მეუფე სპირიდონთან

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მეუფე ნიკოლოზი მივიდა. როგორც მიტროპოლიტმა ადგილზე მედიას განუცხადა, მას მეუფე სპირიდონთან სამი შეთავაზება აქვს.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, პანსიონში არსებული რეალური ვითარების  გასაცნობად სასულიერო პირს სთავაზობს: 1. იმ სოცმუშაკებმა, რომლებიც ბოლო პერიოდში პანსიონის ბენეფიციარებთან მუშაობდნენ, შედეგები მედიას გააცნონ.

2. ადგილზე არსებული მდგომარეობა ტელევიზიის ოპერატორებმა ჟურნალისტების გარეშე გადაიღონ

3. მედიას, პანსიონში სრულფასოვანი მუშაობის საშუალება მიეცეს და ოპერატორებთან ერეთად იქ ჟურნალისტებიც შევიდნენ ვითარების გასაცნობად.

დათანმხმდება თუ არა მეუფე სპირიდონი მეუფე ნიკოლოზის წინადადებებს და ექნება თუ არა მედიას უშუალოდ პანსიონის შიგნით აღბეჭდოს არსებული ვითარება, პანსიონში ამ წუთებში მიმდინარე შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები