ირაკლი კობახიძე ნინოწმინდის პანსიონზე: საპატრიარქოს არ დავუპირისპირდებით
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნინოწმინდის პანსიონში განვითარებულ მოვლენებზე კომენტირებისას განაცხადა, რომ საპატრიარქოს არც არჩევნებამდე დაუპირისპირდებიან და არც არჩევნების მერე.
„რა თქმა უნდა, საპატრიარქოს ჩვენ არ დავუპირისპირდებით არც არჩევნებამდე და არც შემდეგ, ეს ცხადია. რაც შეეხება კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიებას, თუ ასეთი არსებობს, ბუნებრივია, ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი და სამართლებრივი შედეგები, რა თქმა უნდა, დადგება გამოძიების შემდეგ”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.