ჩუმლაყში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

თვითმხილველების თქმით,  მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამობრუნდა. მძღოლმა სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიღო, რის გამოც ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში მოათავსა.

თვითმხილველებისვე ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

შს სამინისტრო მომხდარს იკვლევს და “კვირა” განახლებულ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები