ამბროლაურში ქალაქის შესასვლელის კეთილმოწყობა და დასუფთავება მიმდინარეობს

ამბროლაურში ქალაქის შესასვლელის კეთილმოწყობა და დასუფთავება მიმდინარეობს.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს,  აღნიშნულ სამუშაო პროცესში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა პირადად მიიღეს მონაწილეობა.

,,გადმოსახედზე’’ ხორციელდება ინფრასტრუქტურის განახლება, კერძოდ იღებება არსებული კონსტრუქცია, მოაჯირები, სკამები, სუფთავდება მიმდებარე ტერიტორია და მიმდინარეობს ნაგვის ურნების განახლება. ასევე დაგეგმილია ტერიტორიის გამწვანება.

ქალაქის იერსახის მოწესრიგებისთვის საჭირო სამუშაოები პერიოდულად სხვადასხვა ტერიტორიაზე განხორციელდება”, – აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები