ოზურგეთში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს – დაკავებულია 1 პირი

ოზურგეთში „სოკარის“ ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ბენზინგასამართ სადგურზე ერთი პირი შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თანხა გაიტაცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს და საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები