მებაჟე ოფიცრების მიერ საფოსტო გზავნილით არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

აეროპორტის” საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის სამმართველოს მებაჟე-ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის – გ.მ.-ს კუთვნილი საფოსტო გზავნილის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა – 21 315 ევრო და 10 600 აშშ დოლარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეროვნული ბანკის სავალუტო გაცვლითი კურსის მიხედვით, აღნიშნულმა თანხამ – 119 316,46 ლარი შეადგინა.

„გაფორმების ეკონომიკური ზონა – „აეროპორტის” საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის სამმართველოს მებაჟე-ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის – გ.მ.-ს კუთვნილი საფოსტო გზავნილის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა – 21 315 ევრო და 10 600 აშშ დოლარი აღმოაჩინეს. ეროვნული ბანკის სავალუტო გაცვლითი კურსის მიხედვით, აღნიშნულმა თანხამ – 119 316,46 ლარი შეადგინა.

საბაჟო კოდექსის 169 მუხლის 3 ნაწილის შესაბამისად, ფიზიკურ პირს, სანქციის სახით, საქონლის (თანხის) ჩამორთმევა შეეფარდა.

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის მიზნით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების შემოტანა/გატანა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები