ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტების სასამართლო პროცესი დასრულდა. მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძის გადაწყვეტილებით, 27 მაისს დაკავებულების მიმართ წარდგენილი ორი მუხლიდან 173-ე მუხლში შეწყვიტა საქმის წარმოება, ხოლო 166-ე მუხლის ნაწილში აქციის მონაწილეებს გაფრთხილება მიეცა. ადვოკატის თქმით, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. აქტივისტებს, პოლიციისადმი დაყმორჩილობლობას და წვრილმა ხულიგნობას ედავებოდნენ. პროცესის პარალელურად ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობდა სასამართლოსთან. მათ პროტესტი ამჯერადაც საყვირებით გამოხატეს. მათი თქმით, მისასალმებელია, სასმართლოს გადაწყვეტილება, თუმცა შესაძლებელი იყო ორივე ნაწილში გამართლება.