ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან გამართა. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტაარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში ირმა ჩიხრაძე, ასევე შპს „ონის სერვის ჯგუფის” ხელმძღვანელი ალექსანდრე გამყრელიძე.
“შეხვედრაზე განიხილეს ის მნიშვნელოვანი სიახლეები და დაგეგმილი პროექტები, რომელიც ონის მუნიციპალიტეტში დროულად უნდა განხორციელდეს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროექტის „ საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება” მიმდინარეობის პროცესზე ონის მუნიციპალიტეტში, რომელიც გულისხმობს განცხადებების და კორესპოდენციების მიღების განახლებულ წესს და უზრუნველყოფს საქმისწარმოების პროცესების ოპტიმიზაციას , სამომავლოდ კი ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ინსტიტუციურ გაძლიერებასა და განვითარებას.
სამსახურების ხელმძღვანელებმა ასევე ისაუბრეს მიმდინარე სიახლეების შესახებ და წარმოადგინეს ინფორმაცია უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქტივობების შესახებ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები