ჯონდო მდივნიშვილი თამარიანის მოსახლეობას შეხვდა

ლაგოდეხის მერი, ჯონდო მდივნიშვილი სოფელ თამარიანის მოსახლეობას შეხვდა და სოფლად არსებული საჭიროებები უშუალოდ ადგილობრივებისგან მოისმინა. ინფორმაციას ლაგოდეხის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, მერმა მოქალაქეებს განსახორციელებელი ახალი პროექტები გააცნო და პრობლემების შესაძლებლობების ფარგლებში მოგვარებას დაპირდა.

“გასულ წელს, სოფელ თამარიანში სასაფლაომდე მისასვლელი გზა დაიგო, მოეწყო ახალგაზრდებისათვის დასასვენებელი სკვერი და გაკეთდა ჭაბურღილი.

მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურა სკოლის პარალერულ ქუჩაზე მოწესრიგდება. 1 630 გრ. მეტრი გზის საფარის დაგების სამუშაოები, რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 608 010 ლარს შეადგენს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები