“ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეები აქციას კომპანია “ენკას” ოფისთან მართავენ
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები კომპანია „ენკას“ ოფისთან მივიდნენ. მათ სოფელ გუმათიდან მანქანებით მსვლელობა საყვირების ფონზე მოაწყვეს.
აქციის მონაწილეებმა კომპანიის ოფისის ჭიშკარზე წებოვანი ლენტი გააკრეს და წითლად შეღებეს. ორგანიზატორების თქმით, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია, რომლითაც კომპანიასა და მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, რომ შეწყდეს მოსამზადებელი სამუშაოები, ჰესი არ აშენდეს და პოლიციამ დატოვოს ხეობა.