დმანისის მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვით ღონისძიებას, სოფელ გომარეთის ახალგაზრდობა დასუფთავების აქციით შეუერთდა
დმანისის მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვით ღონისძიებას, სოფელ გომარეთის ახალგაზრდობა დასუფთავების აქციით შეუერთდა. ინფორმაციას დმანისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გარემოსდაცვით აქციაში, ახალგაზრდული საბჭოს წარმომადგენლები ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად მონაწილეობდნენ.
“ დასუფთავების აქცია დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიების აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას, გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.