გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და ა(ა)იპ კომუნალური სამსახურის, ახალგაზრდული საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია “პირველი ევროპელის” მხარდაჭერით დასუფთავების აქცია გაიმართა. ინფორმაციას დმანისის მერია ავრცელებს.

“საყოფაცხოვრებო და სხვა სახის ნარჩენებისაგან დასუფთავებულ იქნა დმანისის მუნიციპალიტეტში არსებული პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორია.

შეგროვილი ნარჩენების ტრანსპორტირება მოხდა ა(ა)იპ კომუნალური სამსახურის მიერ.

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე გარემოსდაცვით ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას და მისი გადაჭრის გზებს ეძღვნება. ამ დღის აღნიშვნის მიზანი საზოგადოების გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები