მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული “სინოფარმის” ვაქცინის მეორე დოზით აიცრა
მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე ჩინური წარმოების ვაქცინა “სინოფარმის” მეორე დოზით, წინდა მეფე მირიან და დედოფალ ნანას სახელობის მცხეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრში აიცრა.
დავით ნოზაძის განცხადებით, იმისათვის რომ დავუბრუნდეთ ჩვეული ცხოვრების რიტმს, აუცილებელია ვაქცინაცია. სახელმწიფო რწმუნებულმა მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა.
ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის ხმარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.