კვირაში ერთი დღე, თბილისსა და ოზურგეთს შორის მატარებელი არ იმოძრავებს
მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში ჩასატარებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოს გამო, 9 ივნისიდან და შემდეგ ყოველ ოთხშაბათს, თბილისი-ოზურგეთი-თბილისისმატარებელი მსვლელობიდან იხსნება, – ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
კერძოდ, ოთხშაბათობით ოზურგეთის მიმართულებით მატარებელი დროებით არ იმოძრავებს. შეზღუდვა იმოქმედებს მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში კონკრეტულ მონაკვეთზე სამუშაოების დასრულებამდე.
„საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.
