თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საფეხბურთო ლიგა ჩატარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრის ორგანიზებითა და მხარდაჭერით მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სოფლებს შორის საფეხბურთო ლიგა ჩატარდა. ინფორმაციას თეთრიწყაროს მერია ავრცელებს.
“ერთმანეთს ფინალში შეხვდნენ თეთრიწყაროს გუნდი – ,,გარისი“ და სამღერეთის გუნდი. თამაში თეთრიწყაროს გუნდი – ,,გარისი“-ს გამარჯვებით დასრულდა. გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას მიიღებს რეგიონალურ ტურნირზე”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები