საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.
„თბილისის დროით 21:51 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 25 კმ-ში, სოფელ სამებასთან (20:04 ; 20:15 საათების მიწისძვრების ეპიცენტრული ზონა) მოხდა 3.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მანამდე 2 მიწისძვრა ნინოწმინდასთან მოხდა.