აბაშის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სამაგიდო თამაშების პრეზენტაცია გამართეს

აბაშის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა, მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში  სამაგიდო თამაშების პრეზენტაცია გამართეს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტი განხორციელდა ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ 2020 წლის საგრანტო კონკურსის, “რეგიონის ახალგაზრდები-მაღალი კომპეტენციებით”, ფარგლებში მიღებული გრანტით.

“პრეზენტაციას ესწრებოდნენ მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი, მანანა ჯღარკავა და ახალგაზრდები ადმინისტრაციული ერთეულებიდან.

პროექტი, “რეგიონის ახალგაზრდები-მაღალი კომპეტენციებით”, რომელიც სამეგრელოს 8 მუნიციპალიტეტში განხორციელდა, მიზნად ისახავდა სამეგრელოს რეგიონში ახალგაზრდული სფეროს განვითარების ხელშეწყობას აქტიური მოქალაქეობის კომპეტენციების განვითარების გზით, ასევე, სამაგიდო თამაშების გამოყენებით ახალგაზრდებში გუნდური მუშაობის ხელშეწყობას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები