ვახტანგ ბერიძე პრიორიტეტების დაგეგმვის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს
ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენისა და მომავალი წლის პრიორიტეტების დაგეგმვის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.
როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სოფელ ხიხაძირში გამართულ შეხვედრაზე, ხულოს მერმა მოსახლეობის საჭიროებები მოისმინა და ადგილობრივებს ხიხაძირის ცენტრის კეთილმოწყობის სამომავლო გეგმა გააცნო.
“შესაბამისი გეგმის თანახმად, გაკეთდება საყრდენი კედელი, დამონტაჟდება გარეგანათება, მოეწყობა წყარო და სველი წერტილები. აგრეთვე, აშენდება ახალგაზრდული სივრცე და მოსაცდელი.
მოსახლეობასთან შეხვედრას, მერის მოადგილეები და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მომავალი წლის პრიორიტეტების დაგეგმვისა და მოსახლეობის საჭიროებების შესწავლის მიზნით, შეხვედრები გაგრძელდება”, – აცხადებენ მერიაში.