“დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” – ონში დასუფთავების აქცია გაიმართა
ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და ორგანიზებით, 5 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღესათან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიაზე მასშტაბური დასუფთავების აქციები გაიმართა.
დასუფთავების აქცია პროექტის “დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” ფარგლებში განხორციელდა და მასში მონაწილეობა ონის მუნიციპალიტეტის მეა დავით ჩიკვაიძემ, მერიის წარმომადგენლებმა, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელმა ონში ირმა ჩიხრაძემ და სხვა მოხალისეებმა მიიღეს.
მერიის ინფორმაციით, დასუფთავების აქციები ონში მომავალშიც გაგრძელდება.