გარემოს დაცვის დღე გორშიც აღნიშნეს

გარემოს დაცვის დღე აღინოშნა გორშიც, სადაც ასევე დასუფთავების აქცია გაიმართა.
აქციაში მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, აპარატის წარმომადგენლებმა, საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებმა მიიღეს და ვერხვების დასახლებაში, სკვერის ტერიტორია დაასუფთავეს.

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ საქართველოსმწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრებისკამპანიის დავასუფთაოთ საქართველოს ფარგლებში, დასუფთავების აქცია გამართა.

„გორის მუნიციპალიტეტი ყოველთვის აღნიშნავ გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს და ხელისუფლების წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები, დღესაც ვასუფთავებთ სკვერს და ამით ჩვენი წვლილი შევიტანეთ გარემოს დაცვის მიმართულებით, ასევე ესაა სიმბოლური აქცია, იმ კუთხით, რომ ყველა მოქალაქეს ვაჩვენოთ, გარემოს დაცვა, დასუფთავება ყველას ვალია და ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს გარემოზე, რომ გარემო იყოს უფრო სუფთა და მოწესრიგებული“, – თქვა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე გაეროსგენერალური ანსამბლეის 1972 წლისგადაწყვეტილებით ყოველწლიურად 5 ივნისსაღინიშნება. დასუფთავების აქციები კი მიზნადისახავს ცნობიერების ამაღლებას გარემოს გაფრთხილებისა და დასუფთავების კუთხით.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები