გრიგოლეთში სანაპიროს დასუფთავება მიმდინარეობს

გრიგოლეთის მუნიციპალური პლაჟის დასუფთავების სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ა(ა) იპ ,,კეთილმოწყობის და მომსახურების ცენტრის” თანამშრომლები ადგილზე იმყოფებიან და ასუფთავებენ სანაპირო ზოლს.
სამუშაოები ინტესიურად, ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება.
“ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დამსვენებლებს მოწესრიგებული გარემო დახვდეთ. ,,კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის” თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას”,- განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით წულაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები