ჭიათურაში რაგბის ახალი სტადიონი აშენდება

{"origin":"gallery","uid":"C45DD687-1FBB-46FF-92AF-BEFB65F4FF82_1622901420815","source":"other"}

ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ, რაგბის კავშირის გამგეობის წევრმა გაიოზ მონიავამ, არქიტექტორმა სანდრო ჩხენკელმა, 27-ე სპორტული სკოლის წარმომადგენლებმა, ვეტერანმა და ახალგაზრდა რაგბისტებმა ჭიათურაში ის ადგილი მოინახულეს, სადაც ახალი სარაგბო სტადიონი უნდა აშენდეს. აღნიშნული პროექტისთვის ტერიტორია გაგარინის ქუჩაზეა გამოყოფილი (ყოფილი პროფტექნიკური სასწავლებლის ტერიტორია).

„ჭიათურაში 40 წელია რაც რაგბი არსებობს და უნდა ითქვას, რომ ჭიათურელ სპორტსმენებს დიდი ღვაწლი მიუძღვით საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარებაში. სამწუხაროდ, ამდენი წელია, მათ არ აქვთ საკუთარი სტადიონი და ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როცა პრიორიტეტი ჭიათურაში სტადიონის აშენებას მივანიჭეთ. შესანიშნავი ადგილია, რაც ვნახეთ. იმედია, 2-3 თვეში მომზადდება პროექტი და დავიწყებთ სტადიონის მშენებლობას”- აღნიშნა რაგბის გამგეობის წევრმა გაიოზ მონიავამ.

მუნიციპალიტეტის მერის გივი მოდებაძის განცხადებით, კი სპორტის სახეობების განვითარებაზე ზრუნვა მერიის უმთავრესი პრიორიტეტია.

„სპორტის ნებისმიერი სახეობის განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. მით უფრო,როცა საქმე რაგბს ეხება. ჭიათურელმა მორაგბეებმა არაერთხელ დაამტკიცეს თავიანთი შეაძლებლობები ,მაგრამ ამ პოტენციალს მეტი განვითარება სჭირდება. ამას ისახავს მიზნად ახალი სტადიონის მშენებლობა,რაც იმედია, ხელს შეუწყობს ჩვენს მუნიციპალიტეტში რაგბის პოპულარიზაციას” , – განაცხადა ჭიათურის მერმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები