გარემოს დაცვის დღეს დასუფთავების აქცია შუახევშიც გაიმართა

5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა. გარემოსდაცვით ღონისძიებას, შუახევის მუნიციპალიტეტი გამწვანების და დასუფთავების აქციით შეუერთდა.

სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე დაირგო ფურტიოს ცენტრისა და ბაგა-ბაღის ეზოში. საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან დასუფთავდა ნენიის ხიდთან მდებარე დასასვენებელი საპიკნიკე ადგილი.

გარემოსდაცვით აქციაში, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე და საკრებულოს წევრი მირიან აბაშიძე, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,გადასხვაფერის“ მონაწილეებთან და მოხალისეებთან ერთად მონაწილეობდნენ.
ღონისძიების აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას, გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები