„ნამახვანჰესის“ საკითხზე მედიაციის კუთხით ჩართულია ევროკავშირის ავტორიტეტული ენერგოსტრუქტურა, მათ ექნებათ სრული ნდობა, მათ შორის, საზოგადოების მხრიდან, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
„ნამახვანის“ საკითხი ასე დგას, რომ საჭიროა, გადაწყვეტილებების მიღება და კომუნიკაცია. კომუნიკაციაში როდესაც არის ორი მხარე და რთულია კომუნიკაცია, გვესმის რომ საჭიროა, მედიაციის როლის გამოყენება. მედიაციის კუთხით ჩვენ ჩართული გვყავს ენერგოგაერთიანება ევროკავშირის, ავტორიტეტული სტრუქტურა, რომელიც ასეთი ტიპის საკითხებსა და კონფლიქტურ სიტუაციებში ასრულებს მედიატორის, შემფასებლის როლს.
ვფიქრობ, ისინი ძალიან ობიექტურად შეაფასებენ ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც „ნამახვანჰესს“ უკავშირდება და მათ ექნებათ სრული ნდობა, მათ შორის, საზოგადოების მხრიდან. გვესმის, რომ ნეიტრალური შეფასებებია ამ სიტუაციაში საჭირო და ნეიტრალური სიტუაციის შეფასებებისთვის. ვფიქრობ, რომ ყველაზე კომპეტენტური ორგანოა ამ შემთხვევაში ჩართული“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.