ამირან გამყრელიძემ ის სამედიცინო პუნქტები დაათვალიერა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ მოქალაქეებს ტესტირება უტარდებათ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, ენგურის ხიდზე იმყოფებოდა.
მან ის სამედიცინო პუნქტები დაათვალიერა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ მოქალაქეებს ანტიგენზე ტესტირება უტარდებათ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თავადაც გაიტესტა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ე.წ. საზღვრისპირა სოფელ რუხში, 19 აპრილიდან განთავსებულია 4 კოვიდტესტიტების პუნქტი და სპეციალური კარვები დაყოვნებისთვის. მანამდე, ამირან გამყრელიძე რუხის საუნივერსიტეტო კლინიკას სტუმრობდა, სადაც კლინიკის თანამშრომლებს შეხვდა და მუშაობის პროცესს გაეცნო.
დღესვე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, არასამთავრობო სექტორის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდება.