გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქციას ახალციხეც შეუერთდა
5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დასუფთავების მასშტაბურ კამპანიას ახლციხის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა.
როგორც “კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, დასუფთავების აქციაში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული ა(აიპ)-ების თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
“პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა რეკრეაციული ზონები, ტურისტული მარშრუტები და ცენტრალური საავტომობილო გზის პირები.
აქციის მონაწილეებმა დაასუფთავეს აბასთუმნისა და ახალქალაქის გზატკეცილების, საბარგო სადგურისა და სოფელ მინაძის მიმართულებით არსებული გზის პირები, ასევე ახალციხის ციხის, რაბათის ტყის, ხელოვნური ტბისა და სპორტსკოლის მიმდებარე ტერიტორიები.
5 ივნისს გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნადისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, ასევე საზოგადოების აქტიურ ჩართვას გარემოს მდგრადიგანვითარებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში”, – აცხადებენ მერიაში.