„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეებთან კომუნიკაცია”- გოგი მეშველიანმა წალკის ბიუროში მოქალაქეთა მიღება გამართა

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა, გოგი მეშველიანმა წალკის სამაჟორიტარო ბიუროში მოქალაქეთა მიღება გამართა სადაც ადამიანებმა ინდივიდუალური და მათი თემის საჭიროებები გაუზიარეს. ინფორმაციას მანორიტარის ბიუროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე ბარეთის მოსახლეობამ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია. 

ადგილობრივების უმრავლესობა ვერ ახერხებს უძრავი ქონების დაკანონებას და ეს თემა დღევანდელ შეხვერდაზეც აქტუალური იყოსაკითხს დეტალურად შევისწავლით შემდგომი რეაგირებისთვის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეებთან კომუნიკაცია, პირადად მათგან მოვისმინოთ თუ რა საჭიროებები აქვთ, სწორედ ამიტომ გავაგრძელებთ მსგავსი ტიპის შეხვედრებს ჩვენს ოლქში შემავალ ყველა მუნიციპალიტეტში,“- განაცხადა გოგი მეშველიანმა

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები