როგორია 5 ივნისის კოვიდსტატისტიკა თბილისსა და რეგიონებში

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 832 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 457 შემთხვევა, აჭარა – 66, იმერეთი – 67, ქვემო ქართლი – 65, შიდა ქართლი – 28, გურია – 13, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 70, კახეთი – 35, მცხეთა-მთიანეთი – 13, სამცხე-ჯავახეთი – 14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 371, საიდანაც: 3 435 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 897, აჭარაში – 337, იმერეთში – 436.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 348 594 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 332 304, გარდაიცვალა 4 893 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები