მიტროპოლიტი ნიკოლოზი: გადავწყვიტეთ, რომ სოციალური მუშაკები პანსიონში რამდენიმე დღე დარჩნენ

მიტროპოლიტ ნიკოლოზის განცხადებით, მან და მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სოციალური მუშაკები ნინოწმინდის პანსიონში რამდენიმე დღე დატოვონ.

“ისევ უნდა შევიდე პანსიონში და დავესწრო შეხვედრას. ბავშვებს ვესაუბრებით. სოციალურ მუშაკებს ასეთი ამოცანა აქვთ – გაარკვიოთ ამ ბავშვებიდან ვის აქვს სურვილი, დატოვოს ეს პანსიონი, ან ვის არ აქვს. ოღონდ, ეს მხოლოდ ბავშვზე არ არის დამოკიდებული, სად უნდათ წასვლა ესაა მთავარი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სოციალური მუშაკები პანსიონში რამდენიმე დღე დარჩნენ და გაიცნონ ეს ბავშვები ამ პერიოდში. ამ წუთას კომისიის წევრებისა და ყველა ბავშვის ერთობლივი შეხვედრა მიმდინარეობს. თავად სპირიდონი კი ამ შეხვედრას არ ესწრება,” – განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები