ნათია თურნავა: მზად ვართ, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ კომუნიკაცია, ამისთვის “ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეებს ევროკავშირის მედიაციას ვთავაზობთ

მზად ვართ, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ კომუნიკაცია, ამისთვის ,,ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეებს ევროკავშირის მედიაციას ვთავაზობთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ “დღის კურიერის” ეთერში განაცხადა.

მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ,,ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეებთან ყველა პრობლემაზე მოხდება შეთანხმება.

“ჩვენთვის ახლა გაჩერებული პროექტები წარმოუდგენელია. მე მინდა გამოვთქვა საფუძვლიანი იმედი, რომ ჩვენ, საბოლოო ჯამში, იქ არსებულ ყველა პრობლემაზე შევთანხმდებით. მთავარია ორი პრინციპი – ჩვენი ადგილობრივი ენერგეტიკა და ასევე, იყოს რაც შეიძლება მეტი ინვესტორი, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ.

მზად ვართ სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ კომუნიკაცია. ამისთვის კი მათ ევროკავშირის მედიაციას ვთავაზობთ, რადგან ვფიქრობთ, ეს საკმაოდ სოლიდური და ნდობით აღჭურვილი პროცესია,” – განაცხადა თურნავამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები