ზესტაფონში, პირველი სვირის ამბულატორია უახლესი სამედიცინო ტექნიკით აღიჭურვა

ზედტაფონის მუნიციპალიტეტში პირველი სვირის  სამედიცინო  ამბულატორია, რომელიც 2020 წელს აშენდა, უახლესი სამედიცინო ტექნიკით აღიჭურვა.

პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაშიზესტაფონის მერი გიორგი გოგლიჩიძე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და ახალი ტექნიკა დაათვალიერა.

„სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის, პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა მეტად მნიშვნელოვანია. პიველი სვირის ამბულატორია, ამ მიმართულებით ყველა საჭირო სერვისით არის აღჭურვილი“, – გიორგი გოგლიჩიძე

ხალი საექიმო ამბულატორიის მომსახურებით, დაახლოებით 3000 – ზე მეტი ადამიანი სარგებლობს.

პირველი სვირის სამედიცინო ამბულატორიისმშენებლობა, რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ღირებულება 89 998 ლარია.  

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 2021 წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელ ძირულის საექიმო ამბულატორიას.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები