ონში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბარში ხიდის მშენებლობა შეუფერხებლად მიმდინარეობს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რწმუნებულის პირველმა მოადგილემ გიორგი მაქარაშვილმა, ონის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით ჩიკვაიძესთან და პირველ მოადგილესთან, სერგო ხიდეშელთან ერთად სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში სოფელ ბარში ხიდის მშენებლობის სამუშაოები მოინახულა.
სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შ.პ.ს “ცოტნე” აწარმოებს.
ხიდის მშენებლობის სამუშაოების დასრულება10 ივნისისთვის იგეგმება

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები