როგორია ზუგდიდის რეფერალურში მოთავსებული მოწამლული ახალგაზრდების მდგომარეობა

გაურკვეველი ნივთიერებით ინტოქსიკაციით, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში შეყვანილი რვა პაციენტიდან, ორის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, სულხან ორჟონიას ინფორმაციით, კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდები, ამ დრომდე, მართვის სუნთქვაზე რჩებიან და მათი ზოგადი მდგომარეობა მძიმეა.

მისი თქმით, ოთხი ახალგაზრდა უკვე ბინაზე გაეწერა, კლინიკაში კი ოთხი პაციენტი რჩება.

შეგახსენებთ, რომ 8 მოწამლული ახალგაზრდა კლინიკაში გუშინ შეიყვანეს. მათ ერთნაირი სიმპტომი აღენიშნებოდათ. ახალგაზრდების ოჯახები ნარკოტიკული საშუალებით მოწამვლას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ რომ ინტოქსიკაცია მაღაზიაში ნაყიდმა ქარხნულმა არაყმა გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები