“იჩქარე სიკეთის კეთება“ – დმანისში საქველმოქმედო აქცია გაიმართა

დმანისის მუნიციპალიტეტში საქველმოქმედო აქცია “იჩქარე სიკეთის კეთება“ გაიმართა.
ღონისძიება დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და მაღაზიათა ქსელ “ჭიტას” ორგანიზებით მოეწყო.

მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა სათამაშოების მაღაზიათა ქსელ “ჭიტასთან” და მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, აქციის ფარგლებში, დმანისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ
ბავშვებს საჩუქრები გადასცა.

„დღეს ჩვენ ვიხილეთ უამრავი გახარებული ბავშვი. გავულამაზეთ ერთი დღე პატარებს. დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან 36 ოჯახს (100 ბავშვს) სხვადასხვა სახის საჩუქარი გადავეცით, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო სათამაშოების მაღაზიათა ქსელ “ჭიტას”,- აღნიშნა გიორგი ტატუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები