ნინოწმინდის პანსიონში სალიცენზიო პირობებს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო სწავლობს

ნინოწმინდის პანსიონში სალიცენზიო პირობებს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო სწავლობს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შედგება და სააღმზრდელო დაწესებულებას გამოსწორების ვადა მიეცემა. იმ შემთხვევაში თუ რამდენჯერმე გაფრთხილების მიუხედავად არ გამოსწორდა დარღვევები, შესაძლოა ლიცენზიის გაუქმების საკითხი დადგეს.

ბოლოს სააგენტო შემოწმების მიზნით პანსიონში 2018 წელს იყო. მაშინ გამოვლენილი დარღვევები ადმინისტრაციამ გამოასწორა. საუბარია ოთახში 9 ბავშვზე მეტის ყოფნაზე, აგარაკზე არგაყვანასა და სამკომპონენტიანი სადილის არქონაზე.

ცნობისთვის, 3 ივნისს შს სამინისტრომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები