ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 8 პირი ნარკოტიკული საშუალების ინტოქსიკაციით შეიყვანეს

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 18-დან 35 წლამდე ასაკის 8 ადამიანი ინტოქსიკაციის ერთნაირი სიმპტომებით შეიყვანეს.

“ემერჯენსის” ხელმძღვანელის განცხადებით, ახალგაზრდები ნარკოტიკული საშუალებით მოიწამლნენ.

ექიმის თქმით, ორი მათგანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მათი ზოგადი მდგომარეობა მძიმეა. დანარჩენ პაციენტებს შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ და ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან.

„8 პაციენტიდან ორი თვითდინებით არის შემოყვანილი, უგონო მდგომარეობაში. პაციენტები სასიცოცხლო ჩვენებით გადაყვანილი არიან მართვით სუნთქვაზე. მათ ჩაუტარდათ კვლევები, სათანადო დახმარება, რის შემდეგაც მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებენ.

დანარჩენი ექვსი პაციენტი მოყვანილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ. ექვსივეს აღენიშნება ერთნაირი სიმპტომები – გაფართოებული გუგები, არიან დეზორიენტირებულები. აღენიშნებათ ღებინება, არიან უმართავები.

ყველა მათგანი  კონსულტირებულია ტოქსიკოლოგის მიერ. ნაწილი მოთავსებულია სომატორული განყოფილების ინტენსიურ პალატაში, ნაწილი ჯერჯერობით ემერჯენსში რჩება. გამომწვევი მიზეზი ძირითადად არის დაუზუსტებელი ნარკოტიკული საშუალების ტოქსიკური ეფექტი“- განაცხადა მაია ესებუამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები