ვახტანგ ბერიძემ, სელიმ ხიმშიაშვილის მემორიალი ყვავილებით შეამკო
საქართველოს ერთიანობისათვის თავგანწირული მამულიშვილის – სელიმ ბეგ ხიმშიაშვილის გარდაცვალებიდან 206 წელი გავიდა.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძესთან, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სოფელ ბაკოში, (სერიყანა) დიდი მამულიშვილის, სელიმ-ბეგის მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინით შეამკო.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, კიდევ ერთხელ გაიხსენეს სელიმ ხიმშიაშვილის ღვაწლი და მისი ისტორიული სიტყვები:-“მე მჭრით თავს, მაგრამ გეტყვით, გურჯისტანი ოსმალოს სამუდამოდ არ შერჩება. ამის ხსოვნას მე ჩემს შვილებს დავუტოვებ“ – სწორედ ეს სიტყვები წარმოთქვა 1815 წლის 3 ივნისს, სელიმ ხიმშიაშვილმა სოფელ ბაკიბაკოში, კერძოდ სერიყანაში, როცა მას თავს კვეთდნენ.
თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, სხალთაში, ხიმშიაშვილთა საგვარეულოს კიდევ ერთი სახელოვანი წარმომადგენლის – შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ, სადაც გამოფენილი ექსპონატები და ფოტოები დაათვალიერეს.