“ნაცმოძრაობამ“ ადრე განაცხადა, რომ ვინც უმაღლეს საბჭოში შევიდოდა იქნებოდა მოღალატე და სუს-ის აგენტი, ვიკითხე, ახლა რომ შემოხვედით მოღალატეები ხართ თუ აგენტები?”

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” განაცხადა თავის დროზე, რომ ვინც უმაღლეს საბჭოში შევა, მოღალატე და სუს-ის აგენტი იქნებოდა, – ეს განცხადება აჭარის უმაღლესი საბჭოს “ქართული ოცნების” წევრმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ვლადიმერ მგალობლიშვილმა უმაღლეს საბჭოში მომხდარი დაპირისპირება შეაფასა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში დესტრუქციას ვერ მოაწყობს.

„მათ თავის დროზე გააკეთეს განცხადება, რომ ვინც უმაღლეს საბჭოში შევიდოდა იქნებოდა მოღალატე და სუსის აგენტი. ვიკითხე, თქვენ რომ აქ შემოხვედით მოღალატეები ხართ თუ აგენტები? რეალურად მათი განცხადებების კომენტირებას და შეხსენებას გაღიზიანება მოჰყვა. როდესაც რაიმეს ლაპარაკობ დაფიქრება სჭირდება, რადგან მას მომავალში შეგახსენებენ”,- აცხადებს ვლადიმერ მგალობლიშვილი.

აჭარის უმაღლეს საბჭოში პლენარულ სხდომაზე ხმაური იყო. ერთმანეთს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები და “ქართული ოცნების” წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი კირთაძემ “ქართული ოცნების” წევრს ვლადიმერ მგალობლიშვილს უზრდელი უწოდა, რასაც “ქართული ოცნების” მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები